ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯია”: “14 სოფელში შუქის გათიშვა ხის გადაზიდვას არ უკავშირდება”

მთელი ღამის განმავლობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 14 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. შეფერხების მიზეზი კი კიდევ ერთი გიგანტური ხის ტრანსპორტირება გახდა, რომელიც ივანიშვილის დენდროპარკში გადასარგავად მიაქვთ.

როგორც “ენერგო-პრო ჯორჯიაში” “მეტრონომს” განუცხადეს, 14 სოფელში გეგმიური სამუშაოების გამო ისედაც უნდა გამორთლი შუქი და ხე არაფერ შუაშია.

“როგორც წესია, არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვის დროს, ჩვენთან განაცხადი წინასწარ შემოდის. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. გარდა ამისა, ხშირად ჩვენც ვამთხვევთ ამ პერიოდს გეგმიურ სამუშაოებს და ახლაც ასე მოხდა. აბონენტებიც გაფრთხილებულები იყვნენ და სამუშაოებიც ღმის საათებში იყო. კომპანია გეგმიურ სამუშაოებს მუდმივად ახორციელებს”, – განგვიცხადეს “ენერგო-პროში”.

იტვირთბა....