ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ჩაქუჩით ცოლის ცემისთვის ბრალდებულს 1 წლით პატიმრობა მიესაჯა

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცოლზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ პირს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა თბილისის საქალაქო სასამართლომ  მიუსაჯა. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, გასული წლის 3 ნოემბერს ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ცოლს ზურგის არეში ჩაქუჩი ჩაარტყა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2017 წლის 5 ნოემბერს დააკავეს. ბრალდებულმა დანაშაული მაშინ ჩაიდინა, როდესაც მას პირობითი ჰქონდა მისჯილი.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, დაახლოებით 9 თვის განმავლობაში, საქართველოში ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 3 137 შემაკავებელი ორდერი გაიცა.

იტვირთბა....