ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში თამაზ ელიზბარაშვილზე სოცილურ ქსელში წერს და ბოლო დღეებში მის მიმართ საზოგადოების რეაქციას აკრიტიკებს. გრიგოლია ამბობს, რომ დაუშვებელია ადამიანმა ელიზბარაშვილის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები ასე მალე და ადვილად დაივიწყოს.
“რა დაუნდობელი საზოგადოება ვართ! ჩაწიხლეთ ხომ ბოლომდე ელიზბარაშვილი?!!! ბოლომდე მიაკალით..მიასრისეთ. მისი გაკეთებული კეთილი საქმეები აღარ გვახსოვს ხო? არ დამიწყოთ ახლა მორალური შეგონებები. ასე როგორ უნდა გაანადგურო ადამიანი,არ მესმის!” – წერს გრიგოლია.
თამაზ ელიზბარაშვილზე უარყოფითი კომენტარები მას შემდეგ გაჩნდა სოც.ქსელში, რაც გავრცელდა ვიდეომასალა, ერთში ჩანს, თუ როგორ ურტყამს ის თავის თანამშრომელს და მეორეში ის ჟურნალისტს დიმა ობოლაძეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.