რუსთავში ლეონიძის ქუჩაზე არასრულწლოვნები ლომბარდს თავს დაესხნენ. შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც არასრულწლოვნებს ტელეფონის ჩაბარებაზე უარი უთხრეს.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე დაკავებულია ერთი არასრულწლოვანი, ხოლო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.