ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში მამაკაცი დაჭრეს

ფანასკერტელის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით 45 წლის მამაკაცი დაჭრეს. მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ  ახალგაზრდებს შორის შელეპარაკება უძღოდა.

თვითმხილველების ინფორმაციით დაჭრილი მამაკაცი კონფლიქტში არ მონაწილეობდა და მას ტყვია შემთხვევით მოხვდა. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარზე სისიხლის სამართლის საქმე  განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძირა.

იტვირთბა....