ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სიღნაღის ცენტრალურ უბნებში სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა განაცხადა, რომ სიღნაღის ცენტრალურ უბნებში სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება, რომლის ფარგლებშიც გზებსა და ისტორიული სახლების ფასადებს განაახლებენ. ინფორმაციას “აიპრესი” ავრცელებს.

“ტურისტული სეზონი ახლოვდება და გვინდა, რაც შეიძლება მალე დავიწყოთ სამუშაოები და დროულად დავასრულოთ. ძირითადად მოპირკეთდება ქალაქის ცენტრალური უბნები, მაგალითად ქვაფენილის საფარი, ასევე ძველებური სახლების ფასადები, ხის ღობები, რომლებიც შეცვლას საჭიროებს და ა.შ. ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, მოგვიანებით უკვე გამოვაცხადებთ ტენდერს და გამარჯვებული კომპანია დაიწყებს სამუშაოების შესრულებას. პროექტის ბიუჯეტის წარდგენას კი საკრებულოს სხდომაზე უახლოეს დღეებში ვგეგმავთ“, – თქვა გიორგი გოგილაშვილმა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 100 000 ლარი გამოიყოფა.

 

იტვირთბა....