საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი “მეტრონომთან” საუბარში მმართველ გუნდში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ უმრავლესობის დაშლის შანსი არ არსებობს.
“უმრავლესობაში გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა. ამის თაობაზე მიმდინარეობს დისკუსია, ხანდახან მწვავეც. უმრავლესობაში რამდენი კაცია ხომ იცით და რანაირად უნდა დაიშალოს? ამის არავითარი შანსი არ არსებობს. ის, რომ ვინმემ შეიძლება უმრავლესობა დატოვოს, ეგ სხვა საკითხია”, – აცხადებს ჟორჟოლიანი.