ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გუგული მაღრაძე: “უმრავლესობას არანაირი დაშლა და მოშლა არ ემუქრება”

ჩვენ ვინმეს წასვლით დაინტერესებულები არ ვართ, ეს ნაღდია, – ასე ეხმაურება უმრავლესობაში მიმდინარე მოვლენებს “მეტრონომთან” საუბრისას დეპუტატი გუგული მაღრაძე.

“”ოცნებაში” არაფერია საგანგაშო. 116 კაციან უმრავლესობაში ვიღაცას ერთი აზრი ექნება და ვიღაცას მეორე, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ისინი ცოტანი არიან. ასე, რომ არანაირი დაშლა და მოშლა უმრავლესობას არ ემუქრება.

თუ ვინმეს უმრავლესობიდან წასვლა უნდა წავა, მაგრამ ჩვენ ვინმეს წასვლით დაინტერესებულები არ ვართ, ეს ნაღდია. განცხადებები კი ისეთი უნდა იყოს, რომ არც პიროვნებას და არც საქმეს არ უნდა ავნოს”, – აცხადებს უმრავლესობის წევრი.

იტვირთბა....