ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სასამართლო პროცესი ტერორიზმის საქმეზე სრულად დაიხურა

ტერორიზმის საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში  სრულად დაიხურა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროცესის დახურვის მოთხოვნა ბრალდების მხარემ რამდენიმე არგუმენტით ახსნა. მათ შორის იმით, რომ საქმე ეხება ტერორისტულ საქმიანობას და მის ხელშეწყობას. პროკურორების მტკიცებით, საქმე პერსონალურ მონაცემებსაც შეიცავს.

შეგახსენებთ, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დააკავეს ერთი ადამიანი. მოკლულია სამი. სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევია.

სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.

იტვირთბა....