ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

Figaro: “სირიაზე დარტყმის შემთხვევაში, საფრანგეთი იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან განახორციელებს”

საფრანგეთი, სირიაზე დარტყმის განხორციელების შემთხვევაში, ამას არა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებული ფრანგული ბაზებიდან, არამედ საკუთარი ტერიტორიიდან გააკეთებს, – ამის შესახებ  ინფორმაციას გამოცემა Figaro წერს.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უკვე გადაეცა ოპერაციის განხორციელების რამდენიმე ვარიანტი.

„სპეციალისტები თვლიან, რომ თუ დარტყმის განხორციელება გადაწყდება, საფრანგეთი ამას, სავარაუდოდ, არა იორდანიასა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში არსებული ფრანგული ბაზებიდან, არამედ ზემო მარნას დეპარტამენტში მდებარე სენ-დიზიეს ბაზიდან გააკეთებს“, – წერს გამოცემა.

ასეთი გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ იორდანიასა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობების გამწვავება არ სურთ.

იტვირთბა....