ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტურიზმიდან შემოსავალმა 3 თვეში 0.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანალიტიკურ ანგარიშებზე დაყრდნობით გამოცემა GBC იუწყება, რომ 2018 წლის მარტში ტურიზმიდან შემოსავალი 237 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 31.3%-იანი ზრდაა. ამასთან, მარტის მაჩვენებელი 2017 წლის სექტემბრიდან ყველაზე მაღალია

ანალიტიკური ანგარიშების თანახმად, 2018 წლის იანვარ-მარტში, ტურიზმიდან 561 მილიონი დოლარი შემოვიდა ქვეყანაში.

2017 წელს ტურიზმიდან ჯამში 2.753 მილიარდი დოლარის შემოსავალი შემოვიდა, წელს კი 3 მილიარდის შემოსავალს ელოდებიან.

იტვირთბა....