ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ზახაროვა: “აშშ-ს რაკეტები მიმართული არ უნდა იყოს იმ ქვეყნაზე, რომელიც ტერორიზმს ებრძვის”

აშშ-ს რაკეტები მიმართული უნდა იყოს სირიაში ტერორისტებზე და არა იმ ქვეყნის მთავრობაზე, რომელიც ტერორიზმს ებრძვის. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა.

„ჭკვიანი“ რაკეტები ტერორისტების მიმართულებით უნდა მიფრინავდნენ და არა კანონიერი მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე წელია საერთაშორისო ტერორიზმს ებრძვის საკუთარ ტერიტორიაზე“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს. „რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან რაკეტები წამოვა – მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი, რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

იტვირთბა....