ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კობერიძე: “მთელი ვექტორი უმრავლესობის ერთიანობისკენ არის მიმართული”

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან კობერიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთელი ვექტორი უმრავლესობის ერთიანობისკენ არის მიმართული – არავინ არავის გადადგომას და უმრავლესობიდან გასვლას არ ითხოვს.

ლევან კობერიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროგნოზს, უმრავლესობის გაყოფასთან დაკავშირებით ცალსახად გამორიცხავს.

„მიმდინარე პროცესი არის საკმაოდ დემოკრატიული და მიმართულია იქითკენ, რომ უმრავლესობის საკმაოდ დიდი გუნდი საკუთარ გადაწყვეტილებებში იყოს უფრო ჩამოყალიბებული. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმას, რომ ყველამ ერთ ხმაზე უნდა ისაუბროს, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ როცა გუნდში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, გუნდის წევრებმა უფრო მკაფიოდ იცოდნენ გადაწყვეტილების მიღების ფორმა. ეს პროცესი კიდევ უფრო აძლიერებს უმრავლესობას“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

იტვირთბა....