პოლიტიკური პარტია ”რეფორმატორების” ლიდერი ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
“უცხოელი (ტურისტი, სტუდენტი, ბიზნესმენი, მენეჯერი, მოწვეული სპეციალისტი) არ არის საშიში, საშიშია უცოდინარი საკუთარი თანამოქალაქე !
ბევრს 2 წიგნი არ აქვს წაკითხული და ლიბერალიზმზე და კონსერვატიზმზე პოსტებს აცხობს, ჯერ წიგნები წაიკითხეთ და ნუ აყვებით რუსული სპეც სამსახურების დაგეგმილ ხრიკს ბრიყვებისთვის.
ნუ გახდები უფრო დიდი ბრიყვი, ვიდრე ხარ ! ეხება მას, ვისაც ეხება…
რომ არა უცხოელები და ემიგრანტები, სული ამოგვხდებოდა შიმშილით და ნუ ბაქიბუქობთ უშნოდ !”, – წერს ღლონტი.