პარტია “თანამედროვე მუსავატის” თავმჯდომარისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ჰაფიზ გაჯიევის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევნებში ხმა საკუთარ კონკურენტს, აზერბაიჯანის ამჟამინდელ პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “meydatv” ავრცელებს.
აზერბაიჯანში დღეს, 11 აპრილს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები ტარდება.
აზერბაიჯანში რვა საპრეზიდენტო კანდიდატია რეგისტრირებული, მათ შორის ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, რომელმაც ოჯახის წევრებთან ერთად კენჭისყრაში მონაწილეობა უკვე მიიღო. აზერბაიჯანელები დარწმუნებული არიან, რომ ქვეყნის პრეზიდენტად კვლავ ილჰამ ალიევს აირჩევენ. ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტს 2003 წლიდან იკავებს.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში ექვსი თვით ადრე, 2018 წლის 11 აპრილს დანიშნეს. ქვეყნის ხელისუფლებამ ასეთი მოულოდნელი ნაბიჯი პირველად გადადგა.