ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ თბილისის საქალაქო სასამართლომ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 30 იანვარს, არაფხიზელმა პირმა მშობლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ხოლო მამამისს სახეში ხელი დაარტყა, რითაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
სასამართლომ დაკავებულს ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.