ალჟირში, ქალაქ ბუფარიკის აეროპორტის მახლობლად სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეკიპაჟის ყველა წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ტელეარხ Al Arabiya-ს ალჟირელმა სამხედრომ განუცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ალჟირის ჩრდილოეთში მდებარე ბლიდას პროვინციიდან ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მიემართებოდა. მგზავრების უმეტესობას სამხედროები შეადგენდნენ.
ახლა მაშველები თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე გაჩენილ ხანძარს აქრობენ. ჩამოვარდნის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ტექნიკური გაუმართაობა გამხდარიყო.
წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავის ბორტზე 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.