ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გია გაჩეჩილაძე: “მწვანეთა ფრაქცია უმრავლესობიდან ბოლო გავა”

მწვანეთა პარტიის ლიდერი გია გაჩეჩილაძე მრავლესობის შესაძლო დაშლის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ოპოზიცია უნდა ოცნებობდეს, რომ უმრავლესობა არ დაიშალოს.

„მწვანეთა ფრაქციის პოზიცია იქნება ყოველთვის მიმართული იმისკენ რომ, როგორმე უმრავლესობა იქნეს შენარჩუნებული. მინდა გითხრათ, რომ ბოლო გავა მწვანეთა ფრაქცია უმრავლესობიდან და ჩვენ ამას გამოვრიცხავთ, იმიტომ რომ ჩვენ სერიოზული საფრთხეების წინაშე ვდგავართ როგორც სახელმწიფო.

ძირითად ბირთვში რას გულისხმობთ? რამდენი კაცი უნდა გავიდეს უმრავლესობიდან უმრავლესობა რომ დარჩეს? მაგალითად, როგორც წინა პარლამენტში იყო 86 კაცი? ეს ხომ კატასტროფა იქნება უმცირესობისთვის, ახალი უმცირესობა შეიქმნება და ისინი გაქრებიან პარლამენტში… ამიტომ ისინი უნდა ოცნებობდნენ რომ ეგ არ მოხდეს“-აცხადებს გია გაჩეჩილაძე “კურიერთან” საუბრისას.

იტვირთბა....