ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ქობულეთში 8 წლის ბავშვს დაცვის პოლიციის მანქანა დაეჯახა

ქობულეთში დაცვის პოლიციის მანქანა 8 წლის ბავშვს დაეჯახა.

თვითმხილველების თქმით, მოზარდს დაცვის პოლიციის მანქანა იმ დროს დაეჯახა, როცა ბავშვი ქუჩაზე გადადიოდა.  ეკიპაჟი გამოძახებაზე მიდიოდა.

შემთხვევა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ღამით მოხდა. ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.

მოზარდმა ძირითადი დაზიანებები თავის არეში მიიღო. დაშავებული რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს. მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

იტვირთბა....