ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვეძისზე დაჭრილი ოთხი პირიდან ორი რეანიმაციულ განყოფილებაშია

თბილისში,  წუხელ ვეძისის დასახლებაში 4 ახალგაზრდა დაჭრეს.  დაჭრილი ოთხივე მამაკაცი  რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება.   შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი ახალგაზრდის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, რადგანაც ის მკერდის  არეშია დაჭრილი. მის გადარჩენას მედიკოსები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ და რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაციას რამდენიმე საათი უკეთებდნენ.

დანარჩენი სამი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.დაშავებულებიდან ერთი გოგოც იყო, მას მსუბუქი დაზიანება ფეხის არეში ჰქონდა და ის საავადმყოფოდან გუშინ ღამე გაწერეს.

თბილისში, ვეძისის დასახლებაში, დაახლოებით, 19:00 საათზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაჭრის ფაქტი მოხდა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციამ ამოიღო, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღიდან გასროლილი ტყვიების მასრები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იტვირთბა....