ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მდინარაძე: “იმაზე საუბარი, რომ შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით რამე საკითხი დაისვას, არასერიოზულია”

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ არსებობს პრობლემები, მაგრამ არა დიდი მასშტაბის.

„რამდენიმე დეპუტატმა მძიმე შეცდომა დაუშვა თავის შეფასებებში. რეალურად რომ ვთქვა, არანაირი პრობლემა არ არსებობს, არ ვიქნები მართალი და ადეკვატური. პრობლემა არის რამდენიმე განცხადება, შეცდომას დავარქმევდი ამ ყველაფერს. ვფიქრობ, უმრავლესობის შიგნით ეს საკითხები უახლოეს მომავალში გაირკვევა და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. პრობლემა არის, თუმცა მისი მასშტაბი არ არის ისეთი, როგორც გახმიანდა, ამ პრობლემის საფუძველი იყო არარეალური. იმაზე საუბარი, რომ შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით რამე საკითხი დაისვას, არასერიოზულია, მითუმეტეს ასეთი უსაფუძვლო თემების ფონზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

იტვირთბა....