პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიში მოისმინეს. სხდომა დახურული იყო, რამაც ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია.
სხდომის დახურვის მიზეზებს მმართველი გუნდის რიგებში განმარტავენ. ეკა ბესელიას განცხადებით, სხდომის დახურვის მიზეზი ტერორიზმის საფრთხეების შესახებ არსებული ინფორმაციის მიღება იყო. დეპუტატი ამბობს, რომ დახურულ სხდომაზე მათ უფრო მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება ჰქონდათ.
„დახურულ ფორმატში უფრო მეტად გვაქვს კონკრეტული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა და ახლაც სწორედ დეტალიზაციას ხდება იმ ინფორმაციის, რომელიც ეხება ტერორიზმის საფრთხეებს ასევე იმ საფრთხეებს, რომელიც ეხება ქვეყნის შიგნით გამოწვევების სახით არსებულს ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან. მეტი ინფორმაცია არის შესაძლებელი, რომ მივიღოთ, მათ შორის კონკრეტული სახელებითა და კონკრეტული ორგანიზაციები’’-განაცხადა ბესელიამ.