aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შესახებ დამატებთ ინფორმაციას ავრცელებს.

“ადგილობრივ მოსახლეობასა და საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) მიმდინარეობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უკვე დაკითხულია 20-მდე პირი, მათ შორის, კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება. გამოძიება მუშაობს დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის მიმართულებითაც.

მუხლის კვალიფიკაციის საკითხი გადაიხედება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება დასრულდება და გამოძიებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სრული სურათი ექნება”,- წერია განცხადებაში.

თბილისის მერი, კახა კალაძე ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებსა და ნიგერიელ სტუდენტებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის ინიციატივით გამოვიდა.

სტადიონზე მომხდარი ინციდენტის კადრები 8 აპრილს, სოციალურ ქსელში გავრცელდა.

იტვირთბა....