ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროფკავშირები მინდელის შახტის დროებით დახურვას ითხოვენ

პროფკავშირების გაერთიანება მინდელის სახელობის შახტის დროებით, რეკონსტრუქციის ჩატარებამდე მაინც, დახურვას ითხოვს. ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა.

“გამოსაკვლევია როგორც მომხდარი ფაქტი, ისე შახტში არსებული ვითარება. საკითხის მოკვლევაში უკრაინელი ექსპერტები ჩაერთვებიან”, – განუცხადა პირველ არხს დოლაბერიძემ.

ორი უკრაინელი ექსპერტი ტყიბულში ხვალ ჩავა. მოკვლევა 16 აპრილამდე გაგრძელდება.

მინდელის შახტში ტრაგედია 5 აპრილს, გამთენიისას მოხდა. შედეგად დაიღუპა 6 მუშა, ხოლო  3 კი დაშავდა.  მომხდარის გამო, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

იტვირთბა....