ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჭიჭინაძე: პარლამენტის თავმჯდომარე ჩვენი უფროსი არ არის

პარლამენტის თავმჯდომარე მე მგონი არ არის ჩვენი უფროსი – აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე და ირაკლი კობახიძეს გედევან ფოფხაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. ჭიჭინაძე ამბობს, რომ მისი ბოლო დროინდელი განცხადებები “ოცნების” ზოგიერთ დეპუტატზე უკვე მიუღებელი გახდა. ის ფიქრობს, რომ გედევან ფოფხაძეს “ქართულ ოცნებაში” განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის.

„მე ვერ გავიზიარებ იმას, რომ გუშინ და გუშინწინ მოსული ადამიანები რომლებიც მოვიდნენ ქართულ ოცნებაში, იმათმა არ გაიზიარონ პრემიერ-მინისტრის სულისკვეთება და რაღაცა პირადი კერძო სარგებელი მიიღეს ამ ქართულ ოცნებაში ყოფნით და დღეს ვინც მათ ეს მიანიჭა იმის გამო უპირისპირდებიან პრემიერს. პარლამენტის თავმჯდომარე მე მგონი არ არის ჩვენი უფროსი რა.

ის არის ჩვენს მიერ არჩეული ახალგაზრდა ადამიანი რომელსაც ვენდობოდით მაგრამ ჩვენთვის ძალიან მიუღებელი გახდა ბოლო დროინდელი მისი განცხადებები თუნდაც ჩვენს კოლეგაზე, რომ ესეთი შეურაცხყოფილი ტონით მოიხსენიებს გედი ფოფხაძეს.

გედი ფოფხაძეს საკმაოდ დიდი დამსახურება მიუძღვის ქართულ ოცნებაში და ამიტომ ვიძახი,”-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
კითხვაზე, დააყენებს თუ არა პირადად ის ირაკლი კობახიძის გადადგომის საკითხს, ჭიჭინაძე ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია-„თუ ეს საკითხი დროულად არ გაჩერდება გამორიცხული არაფერი არ არის,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

იტვირთბა....