გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23, +28, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +20, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.