სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი კანონმდებლებს სუს-ის 2017 წლის ანგარიშს აცნობს.
გომელაურის უწყების ანგარიშს 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოისმენენ. დოკუმენტი სუს-მა 3 აპრილს გამოაქვეყნა და მასში მთავარ საფრთხედ ოკუპანტი ქვეყანა – რუსეთი და ანექსიის პროცესი სახელდება.
საპარლამენტო ოპოზიციაში რამდენიმე ძირითადი კითხვა არსებობს, რომლებზეც პასუხის მოსმენას დეპუტატები დღეს ელიან.