ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გედევან ფოფხაძე: “უკან დასახევი არაფერი მჭირს”

მე არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ჩემი განცხადებით შეურაცხყოფილია, ეს პერსონალურად თქვას, მე ჩემი პოზიცია მაქვს და ამ პოზიციას კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, – აცხადებს “კურიერთან” საუბრისას უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე.

ფოფხაძე დღეს პარლამენტში უნდა მისულიყო და დაპირისპირების მერე თანაგუნდელებს პირველად შეხვედროდა, მაგრამ რამდენიმე დღით ბაქოში გაემგზავრა.

„მე არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ჩემი განცხადებით შეურაცხყოფილია, ეს პერსონალურად თქვას, მე ჩემი პოზიცია მაქვს და ამ პოზიციას კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ. უმრავლესობაზე, არ მგონია, რომ პირობებით უნდა დავიწყოთ საუბარი. წინა მოწვევის პარლამენტში „თავისუფალ დემოკრატებში“ ვიყავი, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დატოვეს, მე არ ჩავთვალე საჭიროდ, დამეტოვებინა უმრავლესობა, 76-ე მანდატი იყო ჩემი მანდატი და მაშინ უმრავლესობა შენარჩუნდა. მე მგონია, რომ ახლა პირველ რიგში, უნდა დავილაპარაკოთ. უკან დასახევი არაფერი მჭირს,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

იტვირთბა....