ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კომპანია “სითი პარკი” მოქალაქეებს 9 აპრილის ჩათვლით გამოწერილი ჯარიმების დროულად გადახდისკენ მოუწოდებს

კომპანია “სითი პარკი” მოქალაქეებს 9 აპრილის ჩათვლით გამოწერილი ჯარიმების დროულად გადახდისკენ მოუწოდებს.  ამის შესახებ ინფორმაციას, კომპანიის იურისტი განმარტავს. მისი თქმით, თუ კი დაჯარიმებული მძღოლები საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში არ დაფარავენ ვალდებულებას, მათ საურავი დაეკისრებათ. 9 აპრილის ჩათვლით გამოწერილი პარკირების ჯარიმების გადახდა ძველი წესითაა შესაძლებელი.

“ჯარიმის გადაუხდელობა გახლავთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. ჯარიმის ჩაბარების შემთხვევაში მოქალაქეს აქვს 30-დღიანი ვადა ნებაყოფლობით გადასახდელად, წინააღმდეგ შემთხვევაში გაიცემა საურავის დადგენილება.

ვურჩევთ მოქალაქეებს, რომ დროულად მოახდინონ მათზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი გართულებები”,- განაცხადა თამარ შუბითიძემ.

დღეიდან თბილისში, პარკირების ჯარიმების ნახვა ახალ ვებგვერდზე Tp.ge-ზე იქნება შესაძებელი.

ასევე დღეიდან დედაქალაქში პარკირების სისტემის ადმინისტრირებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. მერიასა და „სითი პარკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.

იტვირთბა....