ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ყაზტრანსგაზ-თბილისი”: “პეკინზე გარდაცვლილ ცოლ-ქმარს სახლში ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი ქონდა”

“ყაზტრანსგაზ-თბილისი” პეკინის ქუჩაზე ცოლ-ქმრის ცხედრის აღმოჩენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მათ სახლში ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი ქონდათ, რისი მოხმარებაც აკრძალულია.

„ყაზტრანსგაზ – თბილისის“ თანამშრომლები გაზგაყვანილობის გეგმური შემოწმების მიზნით აღნიშნულ მისამართზე რამდენიმეჯერ იმყოფებოდნენ, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბინის შემოწმება ვერ მოხერხდა, რადგან კარი არავინ გააღო.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, პეკინის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში ქალისა და მამაკაცის ცხედრები იპოვეს. ისინი უცხოეთის მოქალაქე ცოლ-ქმარი აღმოჩნდნენ. ბინა მათ რამდენიმე დღით ჰქონდათ დაქირავებული.

 

 

 

იტვირთბა....