ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სოფო კილაძე: “ნინია კაკაბაძე არა ეროვნულ, არამედ “ნაციონალების” ინტერესებს გაატარებს”

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, თუ უმრავლესობა კაკაბაძეს მხარს არ დაუჭერდა, მის ნაცვლად სხვა კაკაბაძე მოვიდოდა.

“გადაწყვეტილება მივიღეთ არა იმიტომ, რომ ნინია კაკაბაძე კარგია, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიციის კვოტაა. თუ ნინია კაკაბაძეს მხარს არ დავუჭერდით, მის ადგილზე სხვა ნინია კაკაბაძე მაინც მოვიდოდა. ანუ, კოლექტიურ ნინია კაკაბაძე მაინც იქნება, რადგან ნაციონალები ყველა შემთხვევაში მაინც ნინია კაკაბაძეს წარმოადგენდნენ. ეს მათი დამოკიდებულებაა. ვინაიდან, ეს უსასრულოდ გაგრძელდებოდა, გადავწყვიტეთ, მისთვის მხარი დაგვეჭირა.

ქართული ოცნების” მთელი გუნდი ეროვნულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული გუნდია. ჩვენ იმ ტრადიციას ვაგრძელებთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო. თუ ვინმე იმის წარმოჩენას ცდილობს, რომ გუნდის გარკვეული ნაწილი არ არის ეროვნული და არის ანტიეროვნული, ეს მისი პრობლემაა. ჩვენ ქვეყნის საკეთილდღეოდ საქმის კეთებას გავაგრძელებთ. დღესაც ვაცხადებ, რომ ნინია კაკაბაძე ის ადამიანი არ არის, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ატარებს. ჩემი აზრით, ის პირდაპირ “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს გაატარებს. მგონია, რომ სამშობლოსთვის და ეკლესიის წინაშე „ნაციონალებზე“ მეტი ნინია კაკაბაძეს არ დაუშავებია”, – აცხადებს კილაძე.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად პარლამენტმა 55 ხმით ნინია კაკაბაძე აირჩია, რომელიც ოპოზიციის კვოტით იყო წარდგენილი.

იტვირთბა....