ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნანუკა ჟორჟოლიანი: “ქვეყანა, რომელსაც მილიონამდე ემიგრანტი ჰყავს, არ შეიძლება რასისტი იყოს”

ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანა, რომელსაც მილიონამდე ემიგრანტი ჰყავს, არ შეიძლება რასისტი იყოს.

“ქვეყანა, რომელსაც მილიონამდე ემიგრანტი ჰყავს, არ შეიძლება რასისტი იყოს. თუ ვინმე იმსახურებს პანღურს და ქვეყნიდან ხელკეტით გამოგდებას, ევროპაში მოსაპარად წასული ქართველობაა და ძალიან კარგადაც იცით, ასეთი რამდენია. აბა კითხეთ, ფრანგებს, იტალიელებს, ბერძნებს, ამერიკელებს, ძალიან მოვწონვართ, რამდენიმე წელი მათ ქვეყანაში ჩარჩენილი? ჩვენი მოქალაქეები ემიგრაციამ გადაარჩინა და მოქალაქეებთან ერთად ქვეყანაც! ამიტომ, როცა უცხოელს ქუჩაში დაინახავთ გაიხსენეთ ყველა ქართველი ემიგრანტი და გაუღიმეთ სტუმარს.  თუ რასისტებს დაინახავთ, პირდაპირ უთხარით , რომ ღორები არიან”, – წერს ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ფერადკანიანი სტუდენტები ცემეს.

ინციდენტი ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე მოხდა. რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთს თამაშობდა. მოგვიანებით, ხელკეტებით შეიარაღებულმა რამდენიმე მამაკაცმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტერიტორიიდან გააძევეს.

მომხდარი ერთ-ერთმა ფერადკანიანმა სტუდენტმაც გადაიღო. მათი თქმით, რასისტული და დისკრიმინაციული ძალადობის გამო მათ პოლიცია გამოიძახეს, თუმცა, მათივე მტკიცებით, სამართალდამცველებმა „მომხდარის დავიწყება ურჩიეს“. ინციდენტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა.

„ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ და აქ მყოფმა ადამიანებმა მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და გააგდეს. ჩემს მეგობრებს ჩხუბი არ უნდოდათ. როდესაც სახლიდან ჩამოვედი მეც მიყვიროდნენ , მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და გზა გავაგრძელე“- ამბობს ივზი ზაქაია.

იტვირთბა....