გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერი გიორგი მარგველაშვილი ძალიან კარგი ადამიანია. ამიტომაც მას ადამიანურად თანაუგრძნობს, მაგრამ ის როგორც პიროვნება, მისთვის სულერთი არ არის – ასე ეხმაურება გედევან ფოფხაძე თანაგუნდელების მხიდან მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.
„იქ ვერ დავრჩები, სადაც ვიღაცას უნდა, ღილაკზე თითის მიმჭერი ვიყო და უბრალოდ სტატისტიკა შევუვსო. საკითხი მარტივად გადასაწყვეტი არ არის. 5 წელია უმრავლესობის წევრი ვარ და როცა შეიძლებოდა, უმრავლესობა დაშლილიყო, მაშინ ჩემს გუნდს ბოლომდე ვუერთგულე, რომ გამოწვევები ერთად გაგვევლო.
2012 წელს ბრძოლა შედგა და არ მიმაჩნია, რომ იმ ბრძოლაში ჩემი გასაკეთებელი არ გავაკეთე.
სწორი არ არის, ვიღაცამ საკითხი ისე დააყენოს, მოდით, გედი გავაგდოთ. ჩემთვის “გავაგდოთ” ცოტა შეურაცხმყოფელია.
ნინია კაკაბაძესთან დაკავშირებით პასუხები უნდა მივიღოთ, ასეთი რაღაცეები რატომ ხდება, თორემ წასვლას წინ არაფერი უდგას”, – ამბობს გედევან ფოფხაძე.
შეგახსენებთ, რომ გედავან ფოფხაძემ “ქართული ოცნების” შესაძლოა დატოვების შესახებ განცხადება, მას შემდეგ გააკეთა, რაც ნ ინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად აირჩიეს.