თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოქალაქე ფერადკანიან სტუდენტებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა.
ვიდეოს “პრაიმტაიმი” ავრცელებს
შემაძრწუნებელი კადრები. ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცები ფერადკანიან ადამიანებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
Gepostet von Prime Time am Sonntag, 8. April 2018

