გერმანიის ქალაქ მიუნსტერში მომხდარი შემთხვევის მოტივს შესაბამისი უწყებები იძიებენ. წინასწარი მონაცემებით, 48 წლის მძღოლი, რომელმაც შემთხვევის შემდეგ თავი მოიკლა, ფსიქიკურად არასტაბილური იყო და არ ამოძრავებდა პოლიტიკური მოტივი და არც ისლამური კავშირი ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung აქვეყნებს.
იმავე მედიის ცნობით, გარდაცვლილი მძღოლის სახლების ჩხრეკისას 18 გვერდიან დოკუმენტს მიაკვლიეს, რომელიც სუიციდზე მიუთითებს.
შეგახსენებთ, რომ შაბათას 15:27 საათზე მიუნსტერის ცენტში ადამინების ჯგუფში ტრანსპორტი შეიჭრა. შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 51 წლის ქალი ლიუნენბურგიდან და 65 წლის კაცი ბორკენიდან. მათ შორის გარდაცვლილია ასევე მძღოლი. 20 ადამიანზე მეტი კი დაშავებულია.

