„პრეზიდენტი პუტინი, რუსეთი და ირანი პასუხისმგებელნი არიან მხეცი ასადის მხარდაჭერის გამო,“ – ნათქვამია განცხადებში, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Twitter-ის გვერდზე აქვეყნებს.
ტრამპის განცხადებით, სირიაში თავდასხმას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, მოჰყვება საფასური და მოუწოდებს სირიას, რუსეთს და ირანს, სამედიცინო დახმარებისთვის დანაშაულის ადგილამდე გზა გახსნან.
„სირიაში მოწყობილ მორიგ უგუნურ ქიმიურ თავდასხმას უამრავი ბავშვი და ქალი შეეწირა. დანაშაულის ადგილი ჩაკეტილია სირიის არმიის მიერ და ის გარე სამყაროს მოწყვეტილია. პრეზიდენტი პუტინი, რუსეთი და ირანი პასუხისმგებელნი არიან მხეცი ასადის მხარდაჭერის გამო. ამას მოჰყვება საფასური. დაუყოვნებლივ გახსენით ადგილამდე მისასვლელი გზა სამედიცინო დახმარებისთვის. კიდევ ერთი ჰუმანიტარული კატასტროფა არაფრის გამო“, – ნათქვამია ტრამპის მიერ Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.