ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მედია: სერგეი სკრიპალს და მის ქალიშვილს ვინაობის შეცვლას და აშშ-ში ცხოვრებას სთავაზობენ

სერგეი სკრიპალს და მის ქალიშვილს იულიას მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვას, ვინაობის შეცვლას და აშშ-ში ცხოვრებას სთავაზობენ. ამის შესახებ ინფორმაციას Imedinews.ge აქვეყნებს ბრიტანულ Mirror-ზე დაყრდნობით.

იმავე გამოცემის თანახმად, ამასთან დაკავშირებით ბრიტანეთისა და აშს-ს სპეცსამსახურებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და იულია და სერგეი სკრიპალები უახლოეს ხანში ჩვენების მისაცემად მზად იქნებიან.

მედიკოსების თქმით, სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული აღარ არის. ის გამოჯანმრთელდა და უკეთ გახდა ასევე მისი ქალიშვილიც.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში მოწამლეს.

5 აპრილს სკრიპალების საქმესთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა შედგა.

წყარო: Imedinews.ge

იტვირთბა....