ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აძვიდან გატაცებულები გაათავისუფლეს

სოფელ აძვიდან გატაცებულები, თეიმურაზ კაზიევი და ელდარ გუნდიშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას Imedinews.ge აქვეყნებს.

“ძროხა გამექცა, გავყევი მოსაბრუნებლად, რა დროსაც გადმომიხტნენ რუსები და დამაკავეს. ჯერ სამხედრო ბაზაზე გადამიყვანეს, მერე ცხინვალში,”- ამბობს ელდარ გუნდიშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის ეკლესიიდან რუსმა ოკუპანტებმა თეიმურაზ კაზიევი და ელდარ გუნდიშვილი გუშინ გაიტაცეს. მომხდართან დაკავშირებით, ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

იტვირთბა....