aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნინია კაკაბაძის პატრიარქთან შეხვედრის ფოტო რეალური არ არის

aviabiletebi
ავიაბილეთები

საზმაუს ბორდის წევრმა ნინია კაკაბაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის და გოგი გვახარია პატრიარქს ხვდებიან.

ინფორმაცია, რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომაც გაავრცელა, მაგრამ ფოტო რეალობას არ შეესაბამება და ის ფოტოშოპითაა გაკეთებული.

“მეტრონომმა” მოიპოვა ფოტო, საიდანაც შესაძლოა, ეს ფოტოშოპი იყოს გაკეთებული. ის შორენა ბეგაშვილისა და პატრიარქის შეხვედრის შეხვედრას ასახავს.

ამ “შეხვედრას” სოციალურ ქსელში თავად გოგო გვახარიაც გამოეხმაურა.

“კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ არ შეგვიძლია ფიქრი, როგორ არ გვყოფნის იუმორი და რანაირად შეგვიძლია შევქმნათ აზრი ადამიანებზე, როცა მათ არ ვიცნობთ. როგორ შეგვიძლია გავავრცელოთ ეს ჩვენი აკვიატებები და უმსჯელობები

ძალიან მწყდება გული. ამ დროს განსაკუთრებით მარტო გრძნობ თავს და ხვდები რა ცოტა ადამიანი გიცნობს და ე.ი.მართლა უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ:(

გილოცავთ ყველას აღდგომას”, – წერს გვახარია.

იტვირთბა....