მართლმადიდებლური სამყარო დღეს აღდგომის ბრწინვალეს დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ღვთისმსახურება აღესრულება. აღდგომის დღესასწაული 12 საუფლო დღესაწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომელიც ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის აღინიშნება. აღდგომის დღესასწაულით მორწმუნეთათვის 50-დღიანი მარხვა დასრულდა. აღდგომის შემდეგ კი ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია.
ქრისტეს აღდგომის უტყუარი ნიშანი მორწმუნეთათვის დიდ შაბათს უფლის საფლავზე გადმოსული ზეციური ცეცხლია, რომლის მხილველიც გუშინ მართლმადიდებლური სამყარო კიდევ ერთხელ გახდა. ღთიური ცეცხლი იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე გუშინ თბილისი დროით 15:17 საათზე გადმოვიდა.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და მათი ცოდვების გასმოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. უფლის აღდგომით, მათთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.