ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მინდელის შახტის საქმის მოკვლევაში შესაძლოა სამთო ექსპერტები ჩართონ

„არ არის გამორიცხული, რომ საჭირო გახდეს სამთო ექსპერტების და სპეციალისტების ჩართვა”, – განცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორმა, ირაკლი იობიძემ მინდელის შახტაში მოკვლევის პროცესთან დაკავშირებით.

ტრაგედიის ადგილის მოკვლევას ირაკლი იობიძე გუშინ უშუალოდ ესწრებოდა. მისი განცხადებით, ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დასახელება ექსპერტიზის და ექსპერტ-კრიმინალისტების დასკვნისა და შსს-ს შედეგების მიღებამდე შეუძლებელია.

“გუშინ დავათვალიერეთ უშუალოდ შემთხვევის ადგილი 310-ე ჰორიზონტზე. გარდა ამისა 320-ე ჰორიზონტზე სავენტილაციო გვირაბიც ვნახეთ, მაგრამ ჯერჯერობით მაინც შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა. ამისათვის აუცილებელია დაველოდოთ სამხარაულის ექსპერტიზის, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტების დასკვნას და შსს-ს საგამოძიებო უწყების მიერ შემსწრე პირების გამოკითხვის შედეგებს. არ არის გამორიცხული, რომ საჭირო გახდეს სამთო ექსპერტების და სპეციალისტების ჩართვა”, – ამბობს ირაკლი იობიძე.

იტვირთბა....