aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სომხეთის პრემიერი საქართველოს მთავრობას ტყიბულის ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტყიბულის შახტაში მომხდარი ტრაგედიის გამო, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, კარენ კარაპეტიანმა საქართველოს მთავრობას მიუსამძიმრა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv სომხურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სომხეთის პრემიერი ღრმა მწუხარებას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და თანაგრძნობას გამოხატავს.

„სომხეთის მთავრობისა და ჩემი სახელით გისამძიმრებთ თქვენ და ქართველ ხალხს ქალაქ ტყიბულში, შახტის ჩამონგრევის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო. ამ მძიმე ჟამს, ღრმა მწუხარებას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ნათესავებს, მინდა გამოვხატო ჩემი თანაგრძნობა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 5 აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

იტვირთბა....