ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად 6 მუშა გარდაიცვალა, შახტის მფლობელი კომპანია „საქნახშირის“ დირექტორმა პირველი კომენტარი გააკეთა. ჯამბულ ჯაყელის თქმით, შახტში შემოწმება დეკემბერში ჩატარდა და უსაფრთხოების ზომები დაცული იყო.
„გეგმიურ შემოწმებას ატარებს ზედამხედველობის სამსახური, ჯანდაცვა. ბოლო შემოწმება იყო დეკემბრის თვეში. გასულია სამი თვე. გამაგრება იმდენად მყარი იყო, რომ, ფაქტობრივად, საველე შტრეკები და ქვეშლაგი, სადაც ხალხი იმყოფება, არ არის დაპრესილი და შესვლა შეუძლებელი არ არის. ეს ხალხი ადვილად გამობვიყვანეთ. მანდ იყო ჰაერის მაღალი წნევის დიდი ჭავლი, რომელმაც, სავარაუდოდ, გვერდებზე მიახეთქა და დაღუპვა გამოიწვია,“- განაცხადა “საქნახშირის” დირექტორმა, ჯამბულ ჯაყელმა.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულის შახტაში აფეთქების შედეგად გამთენიისას 6 მეშახტე გარდაიცვალა. ცხედრების ამოყვანა რამდნმე საათის წინ მოხდა და ისინი ექსპერტიზაზე არიან გადასვენებულები.
წყარო: “რუსთავი 2”