ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის პორტში მოშიმშილეები საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბათუმის პორტში ორი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკასა და რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობის აქცია, ოთხი დღის წინ დაიწყეს. ისინი დაგეგმილ რეორგანიზაციას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები რეორგანიზაციას აპროტესტებენ. 12 მათგანი შიმშილობს, ხოლო ნავსადგური პარალიზებულია. თანამშრომლების განცხადებით, პორტის ყაზახური კომპანიის ხელმძღვანელობა თანამშრომელთა დიდი რაოდენობით გათავისუფლებას გეგმავს. ისინი გენერალურ დირექტორთან მურად ჯუმადილოევთან შეხვედრას ითხოვენ.

იტვირთბა....