ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი შახტში დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 ადამიანის დაღუპვის გამო.

ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.
სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ ცხედრების უმოკლეს ვადებში გამოსაყვანად. დაშავებულებს სათანადო მკურნალობა უტარდებათ და კეთდება მაქსიმუმი მათი ჯანმრთელობისთვის.” ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

იტვირთბა....