ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტიდან მაშველებმა ექვსივე დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს. ცხედრები ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. ამოყვანის ოპერაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სამთო მაშველები ახორციელებდნენ.
„საქნახშირის“ წარმომადგენელის თქმით, დაღუპულთა ცხედრები ქუთაისში, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.