ახალი ამბები

ბათუმის პორტში გაფიცვა შეწყდა

ბაათუმის პორტში გაფიცვა შეწყდა.  რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება დასრულდა და პორტის თანამშრომლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროტესტი მოხოლოდ მოშიმშილეებმა გააგრძელონ.  ხოლო დანარჩენები კი  სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან. აქციის მონაწილეებს ტერმინალის გენერალური დირექტორი მარად ჯუმადილაევი შეხვდა.

მოშიმშილეების მოთხოვნა უცვლელია, ისინი პორტის დირექტორის გადადგომას ითხოვენ, ასევე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

არსებული ინფორმაციით, ხვალ ყაზახეთიდან კომპანიის მმართველები ჩამოვლენ.

ერთ-ერთი გაფიცული, თენგიზ სურმანიძე განმარტავს, რომ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების მიზანი ვითარების დეესკალაცია იყო და ეს შეთანხმებაც სწორედ ამ მიზნით მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, პორტის თანამშრომლები სამი დღის წინ გაიფიცნენ. ისინი პორტის დირექტორის გადადგომას და რეორგანიზაციის შეჩერებას ითხოვენ.  დირექტორმა განაცხადა, რომ პორტში რეორგანიზაცია დროებით შეჩერდება.

იტვირთბა....