ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქობულეთში მიმდინარე აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა: დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გზა გადაკეტეს და ივანიშვილის რჩეული ხის ტრანსპორტირებისთვის ხელი შეშლა სცადეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციამ აქცია დაშალა და  „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი დააკავა. დაკავებულებს შორის ერთ-ერთი  სოლომონ ბაჯელიძეა, რომელმაც ევკალიპტს გზა საკუთარი მანქანით გადაუკეტა. ის ქობულეთის პოლიციაში გადაიყვანეს, მისი კუთვნილი ავტომანქანა კი საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი.

ადგილზე  აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებიც იმყოფებიან. ტერიტორიაზე  ამ დროისთვის აქციის მონაწილეები აღარ არიან.  ხე კი შეკვეთილში ივანიშვილის ეზოში გადააქვთ.

იტვირთბა....