ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნინია კაკაბაძე: “მე ნუ მილოცავთ, ვინც მაუწყებელს გულშემატკივრობთ, ყველას გილოცავთ”

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ახლადარჩეული წევრი ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“მეგობრებო ძალიან დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის. მოლოცვით კი, 10 დღეში დაბადების დღე მაქვს და ის მომილოცეთ.

ახლა რაც შეეხება დღევანდელ კენჭისყრას. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მგონია მეჩვენება ეს ყველაფერი და აქამდე ვერ ვიჯერებ.

მადლობა მათ ვინც ხმა მომცა მე და ამით ერთი ნაბიჯი გადადგა წინ დემოკრატიისაკენ. ეს ხმა სწორედ დემოკრატიისკენ, პლურალიზმისკენ გადადგმული ერთი პატარა ნაბიჯია.

ასევე, ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია საზოგადოებრივი მაუწყებლის სრული დისკრედიტაციისკენ.

მე მესმის, რომ ჩემთვის ხმის მოცემა ძალიან, ძალიან არაპოპულარული ნაბიჯია და მადლობა მათ, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა. ძალიან ვაფასებ მე უკომპრომისობას და განსაკუთრებით პოლიტიკოსებში.
ცხადია, ეს მადლობა ყველაზე მეტად იმას ეკუთვნის, ვინც ჩემი კანდიდატურა დააყენა და ასევე მათ ვინც ღიად მხარი დამიჭირა.

დიდი მადლობა მედიას, რომელიც მუდმივად ინტერესდებოდა ამ თემით და ესმის თავისი პასუხისმგებლობა.

მე ვიცი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და ძალიან ბევრი საქმე. ამ ყველაფერს ჩემს კოლეგებთან, თანამოაზრეებთან ერთად გავაკეთებ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. საზოგადოებრივი ტელევიზია აუცილებლად იქნება საზოგადოების და არა ერთი და ორი ადამიანის სამსახურში!!!

მე ნუ მილოცავთ, ყველას ვინც ამ ქვეყანას და ამ მაუწყებელს გულშემატკივრობს ყველას გილოცავთ.
ჯიუტი ვართქო, რომ ვამბობდი არ მიჯერებდნენ!”, – წერს კაკაბაძე.

შეგახსენებთ, რომ ნინია კაკაბაძის კანდიდატურას საზმაუს ბორდის წევრობაზე პარლამენტის 55-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

იტვირთბა....