ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ომში დაკარგულ 3 ადამიანზე ინფორმაციისთვის, ოკუპირებული ცხინვალი 3 მილიონ რუბლს გადაიხდის

2008 წლის საქართველო-რუსეთს შორის ომის დროს დაკარგულ მოქალაქეებზე ინფორმაციის სანაცვლოდ, სამრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება  ფულად ჯილდოს აწესებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც ირკვევა ოკუპირებული ცხინვალი მზად არის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაკარგული სამი ადამიანის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 3 მილიონ რუბლამდე გადაიხადოს. ამის შესახებ დეფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

ეს ადამიანები არიან: სოლტან პლიევი, ალან ხაჩიროვი, ალან ხუგაევი. თითოეულის მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მფლობელი მილიონი რუბლით დაჯილდოვდება.

იტვირთბა....